ვაწვდით დენს, წყალს, სურსათს და მოდიან, თავებს გვაჭრიან, არ ვართ მზად, დავეხმაროთ იმას, ვინც გვკლავს - ციონ ალონი
„გარკვეული ლიმიტები, რაც არსებობდა ჩვენი ჯარის წინაშე, მოხსნილია,“ - ეს განცხადება ისრაელის პოლიტიკური პარტია „ახაზონის“ თავმჯდომარემ, ციონ ალონმა „დღის ამბებთან“ გააკეთა.
ციონ ალონის თქმით, ისრაელი თავს იცავს და ყველა იმ ობიექტს უტევს, საიდანაც საფრთხე შეიძლება პოტენციურად მოდიოდეს. მათ შორის, ალონი ამბობს, რომ ისრაელმა, გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბა დამასკის და ალეპოს აეროპორტები.
დამასკის და ალეპო მითუმეტეს, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა იმყოფება, ჩვენ არ დაგვიბომბია, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ გუშინ რუსეთის პატარა მეფემ პუტინმა მხარი დაუჭირა პალესტინელებს, აქედან გამომდინარე, მხარი დაუჭირა იმ ტერორისტულ აქტს, რაც ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო, დაახლოებით, 1300 კაცია დაღუპული, საშინელი ტრაგედია მოხდა ჩვენთან, ამის გათვალისწინებით, ალბათ, ის გარკვეული ლიმიტები, რაც არსებობდა ჩვენი ჯარის წინაშე მოხსნილია - სავარაუდოდ, ნებისმიერი ტერიტორია, საიდანაც ჩვენი მიმართულებით შეიძლება ჩვენ მიმართ რაიმე რისკი არსებობს, ჩვენ უკვე დამასკის აეროპორტი და ალეპოს, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა იმყოფება, ის აეროპორტიც დავბომბეთ.
ჩვენ სულ სხვა ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე - ფასეულობებია სხვა, ხედვა, ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, მიზნები ცხოვრების საერთოდ განსხვავდება ჩვენი ხედვისგან - როგორ შეიძლება გავიგოთ, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ჯარისკაც გოგოს მოაჭრან თავი, ბავშვს მოაჭრან თავი, როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ ცოლ-ქმარს, ჯარში ნამყოფს, სახლში რომ შეეჭრნენ, მათ ორი ტყუპი ბავშვი გადამალეს. აქედან გამომდინარე, ამდაგვარი არის 1300, როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ 83 წლის ქალბატონი, რომელიც ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიას გადაურჩა, ის გაიტაცეს ღაზაში, ცხოველიც კი არ შვრება ამას, არაადამიანურია.
საბოლოოდ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ბოროტებასთან, რომელსაც არანაირი ადამიანური კანონები არ აქვს, დაგვცინის, როდესაც ჰუმანურად ვუდგებით ნებისმიერ საკითხს, თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, ისევე როგორც უკრაინის ომია მთელი მსოფლიოს ომი, ისევეა ჩვენი ომი მთელი მსოფლიოს ომი.როცა ღაზის სექტორში ტაშს უკრავენ და ცეკვავენ, როდესაც ჩვენს ბავშვებს თავს აჭრიან. იქ შეუძლებელია, რომ მოხდეს ჰუმანიტარული კატასტროფა, იქ შეიძლება მოხდეს ცხოველების კატასტროფა, რადგან ჩვენ ვაწვდით დენს, წყალს, სურსათს და ჩვენთან მოდიან და თავებს გვაჭრიან. იმის მერე რაც მოხდა, მე იმის მომხრე ვარ, რომ მოხდეს ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან მოსახლეობა ღაზის სექტორში უნდა მიხვდეს, რომ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჰამასის მხრიდან ხდება... არ ვართ მზად, დავეხმაროთ იმას, ვინც გვკლავს,“ - განაცხადა ციონ ალონმა.