მოლდოვამ რუსეთს ეროვნული საფრთხე ოფიციალურ დოკუმენტში პირველად უწოდა
მოლდოვამ რუსეთს ოფიციალურ დონეზე პირველად უწოდა ეროვნული საფრთხე - ეს ტერმინი ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტში უკვე ჩაიწერა. დოკუმენტში წერია, რომ მოსკოვი მოლდოვის "სახელმწიფოებრიობის განადგურებას" გეგმავს.
უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გუშინ, ოთხშაბათს წარადგინა და იგი პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.
რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში წარმოადგენენ საფრთხის ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მძიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე", - წერია დოკუმენტში.