რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა - TASS
უფასო სწავლა რუსეთში - რუსული სამთავრობო მედია TASS-is ინფორმაციით, „დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე. სამთავრობო მედია ინფორმაციას საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა.
თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგრადში, ვორონეჟში და ნოვოსიბრსკშიც“, – აცხადებენ სექციაში.
აბიტურიენტებს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეუძლიათ სწავლა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის გარდა.
TASS-ის ცნობით, ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აბიტურიენტებმა აირჩიეს არის მედიცინა, ლინგვისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ინჟენერია, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა.
აგრესორი ქვეყანა ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყო. მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართულობას "ალტ-ინფომაც" დაადასტურა.