თუ ორბანი გამოაცხადებს, რომ დაბლოკავს უკრაინა-მოლდოვასთან მოლაპარაკებებს, ეს შედის რუსეთის ინტერესებში - სამადაშვილი

12.10.23 19:18
თუ ორბანი გამოაცხადებს, რომ დაბლოკავს უკრაინა-მოლდოვასთან მოლაპარაკებებს, ეს შედის რუსეთის ინტერესებში - სამადაშვილი

„რუსეთს არ უნდა, რომ ევროკავშირმა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და თუ ორბანი გამოაცხადებს, რომ დაბლოკავს მათთან მოლაპარაკებების დაწყებას, ეს შედის რუსეთის ინტერესებში,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „დღის ამბებთან“ გააკეთა.

სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ორბანი რუსეთის ინტერესების გამტარებელია და ევროკავშირის შანტაჟს არ მოერიდება, რადგან დრო და დრო, დღის წესრიგში დგება უნგრეთის ევროკავშირიდადნ გარიცხვა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, რომელიც ორბანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სალომე სამადაშვილი ღარიბაშვილს ურჩევს, რომ თუ უნგრელი პარტნიორის მმართველობის სტილი მოსწონს, ნახოს, რა პოლიტიკას ატარებს ორბანი რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

ორბანთან ჩვენი ხელისუფლების კავშირი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, საერთო მეგობრები ჰყავს რუსეთთან და არაფერი საერთო ამ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ინტერესებთან არ აქვს. ამ კონტექსტში განვიხილავ, მათ შორის, ამ განცხადებებსაც, იმიტომ, რომ სრულად აცდენილია რუსეთის მთავარი მოკავშირის, ევროკავშირში დღეს ერთადერთი მოკავშირე ჰყავს რუსეთს, ორბანი, რომელიც დრო და დრო, ცდილობს, რომ დაბლოკოს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები ან რუსეთის სანქცირების გადაწყვეტილებები და მხოლოდ ეს ერთი მოკავშირე ჰყავს ღარიბაშვილს.

საინტერესოა, ღარიბაშვილი რომ ამბობს ორბანზე ძლიერი ლიდერიაო, დაინტერესდეს, რამე გადაიღოს - რუსებს უკონტროლოდ ასახლებს თუ არა საკუთარ ქვეყანაში და გაარკვიოს, რა არის უნგრეთის პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით.
რუსეთს არ უნდა, რომ ევროკავშირმა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და თუ ორბანი გამოაცხადებს, რომ დაბლოკავს მათთან მოლაპარაკებების დაწყებას, ეს შედის რუსეთის ინტერესებში, ამის თქმა მინდა.

ორბანი არის რუსეთის მარიონეტი კი არა, არის რუსეთის მოკავშირე იმაში, რომ მასაც აქვს ავტოკრატიული რეჟიმი საკუთარ ქვეყანაში, დემოკრატიასთან და ევროპის სტანდარტებთან ძალიან დაშორებული და დემოკრატიული სამყაროს დასუსტებაში მისი მოკავშირეა რუსეთი და მისნაირი რეჟიმებისთვის უკეთესია, რაც უფრო ჩამოიშლება ევროპული ღირებულებები,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.