რუსეთის გეგმა ოჩამჩირეში - გადაიქცევა თუ არა საქართველოს ტერიტორია მეორე ფრონტად
გეგმავს თუ არა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას. ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე აქტიური გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. უპირველეს ყოვლისა ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოლოკაციური სადგურები მონტაჟდება. ეს სისტემები დრონების გასანადგურებლად გამოიყენება. როგორც ჩანს, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინის თავდასხმას ელოდება.
"პირველების" ხელშია დრონით გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რა სამუშაოებს ატარებს პუტინის რეჟიმი ოჩამჩირის ბაზაზე. შავი ზღვის ფლოტის უსაფრთხოების მიზნით, გემების ნაწილი, მათ შორის წყალქვეშა ნავებიც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოჰყავთ. პუტინის ეს მანევრი კი პირდაპირი საფრთხეა კიევისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ოჩამჩირის ბაზა უკრაინის სამიზნე გახდება.
რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მთავრობა - დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.