ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ - სააკაშვილის წერილი

12.10.23 19:45
ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ - სააკაშვილის წერილი

"ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ," - ამ წერილით ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოებრივი მისაღების გახსნას, რომელსაც სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის საზოგადოებასთან კომუნიკაცია უმთავრესია. 

ძალიან მიხარია, რომ სოფო ჯაფარიძემ  ენმ-თან ერთად გახსნა ჩემი მისაღები ოფისი.
 მე ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ.
სოფო უნიჭიერესი, უმაგრესი მებრძოლი და ქვეყნის დიდი პატრიოტია.
 
მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს! - წერს სააკაშვილი.

არჩევნების წინ მესამე პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა - სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა. სააკაძის დაღმართზე, ახალ სივრცეში ელოდებიან ყველას - განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას, ვისაც სურს, პატიმარ პრეზიდენტს საკუთარი ხმა მიაწვდინოს.