ვინ მოხვდება შავ სიაში - "მონა. ჯი" უკვე "ოცნების" თავისტკივილად იქცა
"ქართულ ოცნებაში" განგაშია. მმართველი პარტიის თავისტკივილად ერთი საიტი იქცა, სახელწოდებით "მონა ჯი". ვინ მოხვდება შავ სიაში არავინ იცის. ამიტომ სანამ საკუთარ სახელებსა და გვარებს ახალი პლატფორმის გვერდზე ამოიკითხავენ, მანამდე იერიში ამ იდეის ავტორებზე მიაქვთ. ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიას დუეტი დღეს "ოცნებისთვის" მთავარი სამიზნე იყო.
წამზომი ჩართულია. ახალი პლატფორმა სტარტს დღეიდან იღებს. ჯაფარიძე ხოშტარიას მიზანია გამოაშკარაონ ადამიანები , ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის რუსული წესებით ითამაშებს. მათ ვინაობას პორტალი "მონა. ჯი" შეინახავს. ასეთი ადამიანებს კი ორი პოლიტიკური პარტიის გარდა სპეციალური საბჭო შეარჩევს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.