რუსული წესებით ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - "ოცნება" დიპლომატს ვიდეომასალებით შეიარაღებული დახვდა

12.10.23 20:43
რუსული წესებით ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - "ოცნება" დიპლომატს ვიდეომასალებით შეიარაღებული დახვდა

 

იდეალური რუსული წესებით კამპანია ამერიკის ელჩის წინააღმდეგ. ვინ არის რობინ დანიგენი? "ქართული ოცნება" დიპლომატს საქართველოში ვიდეო მასალებით შეიარაღებული დახვდა და პირველი ულტიმატუმიც შეაგებეს.  

ხელისუფლების თანამშრომლობა რობინ დანიგენთან დამოკიდებულია იმაზე, გაემიჯნება თუ არა დიპლომატი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. "ოცნების" რადიკალური ფრთა კი ელჩს მის ბიოგრაფიას და კიევის მაიდანის მოვლენებს ახსენებს. ვიდრე "ოცნება"  დიპლომატის წინააღმდეგ შტურმს აწყობდა, დენიგენმა რწმუნების სიგელები  გადასცა საქართველოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ელჩი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.