შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მოლდოვას წინსვლის სურვილით, გამორჩეულ პროგრესს აჩვენებთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
მოლდოვა გამორჩეულ პროგრესს აჩვენებს, ევროკავშირის კიშინიოვის მიმართ მხარდაჭერა ურყევია, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ნოემბრის დასაწყისში გააკეთებს და მოლდოვას პროგრესს შეაფასებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა მოლდოვის წინსვლით კმაყოფილება გამოთქვა.
ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს და მოლდოვას, როგორც კანდიდატი ქვეყნის, პროგრესს შეაფასებს. დეკემბერში ამ ანგარიშს ევროპული საბჭოს სამიტზე განიხილავენ. ეს დისკუსიები პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს, როგორც ევროკავშირის [წევრი] ქვეყნის, მომავალზე. აღვნიშნავ, რომ გამორჩეულ პროგრესს აჩვენებთ. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მოლდოვას წინსვლის სურვილით. მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.