14 წლის გოგოს მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა გამოკითხვაზე დაიბარეს. მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს. ისა შახმიროვას ძმა აცხადებს, რომ მკვლელობის შესახებ ტელევიზიიდან გაიგეს და ბავშვის იძულებით გათხოვებაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ.
ისა შახმიროვი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა. მოკლული მამის გამოკითხვა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამომძიებლები ცდილობდნენ დაედგინათ, იცოდა თუ არა მამამ, რომ მისი შვილი გატაცებული იყო და იძულებით ცხოვრებას აიძულებდნენ კაცთან, რომელმაც 14 წლის აითაჯი მოკლა. საგარეჯოში სასტიკად მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა პოლიციამ დაკითხვაზე პირდაპირ შვილის დაკრძალვიდან გადაიყვანა, სასაფლაოდან გადაიყვანა.
დანაშაულის დაფარვისთვის უკვე დაკავებულია აითაჯის დედა და ბიძა. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.