ტერორისტული ჯგუფები იმალებიან მიწის ქვეშ - უნდა შევიდეთ ჯარისკაცებით, ტანკებით, დესანტებით - ეფრაიმ მიხაილი

12.10.23 21:26
ტერორისტული ჯგუფები იმალებიან მიწის ქვეშ - უნდა შევიდეთ ჯარისკაცებით, ტანკებით, დესანტებით - ეფრაიმ მიხაილი

„ისრაელს 7 ოქტომბერს დაემართა მეორე ჰოლოკოსტი,“ - ეს განცხადება პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტმა ეფრაიმ მიხაილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

ეფრაიმ მიხაილის თქმით, სახმელეთო ოპერაცია უნდა დაიწყოს და ღაზას სექტორში მიწისქვეშა ქსელები უნდა განეიტრალდეს. 

ისრაელის მთავრობის და ჯარის დევიზი რა არის - 7 ოქტომბერს მომხდარმა ტერორმა არ დაგვიტოვა საშუალება, რომ რამე მოლაპარაკება ან რამე შუამდგომლობა იყოს ღაზასთან, ჰამასის ტერორისტები ყველა უნდა დაიხოცოს. ისრაელი მონახავს მაგათ და გამოუტანს განაჩენს. ახლა ისრაელის არმია ბომბავს საერო სივრცეს, ღაზის სტრატეგიულ ადგილებს, ღაზა, რომელიც არის 5 კმ სიგანის და 60 კმ სიგრძის, არის მიწის დაბლა ტუნელები და ტერორისტული ჯგუფები იმალებიან მიწის ქვეშ - უნდა შევიდეთ ჯარისკაცებით, ტანკებით, დესანტებით.
ძალიან ზუსტი ოპერაცია უნდა იყოს, 10 წლის წინ ვიომეთ ღაზაში და ბევრი ინციდენტი მოგვივიდა, ამიტომ ჯერ მიწასთან უნდა გავასწოროთ ყველა ის ადგილი, საიდანაც შედიან ტუნელში, ვიცით, საიდან შედიან ტუნელში, მაგრამ სად გადიან, არ ვიცით,“ - ამბობს მიხაილი.