ბლინკენი ისრაელის შემდეგ საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა

12.10.23 21:30
ბლინკენი ისრაელის შემდეგ საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა

ისრაელის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა. ამის შესახებ ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, შეხვედრებზე ის ისაუბრებს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო რეგიონის მიღწევის გზებზე.

ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება, და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, - განაცხადა ბლინკენმა.

 

მსგავსი სიახლეები