ინსტრუქტორები რუსები არიან, შეტევა ისრაელზე კომბინირებულად მოხდა - მამუკა ყურაშვილი
„ინსტრუქტორები რუსები არიან, შეტევა ისრაელზე კომბინირებულად მოხდა,“ - ეს განცხადება გენერალმა მამუკა ყურაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
მამუკა ყურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ისრაელის დაზვერვას ინფორმაცია ჰქონოდა, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ იქ ინსტრუქტორები რუსები არიან, შეტევა ისრაელზე კომბინირებულად მოხდა. იმიტომ რომ ასეთი კვალიფიცირებული ოპერაციის დაგეგმვა ჰამასს არ შეუძლია, რომ სახმელეთო ოპერაცია და ზღვიდან დესანტი ერთად მოაქციოს და ეს მოხდეს დათქმულ დროს, ამ დროისთვის მოახდინოს კიბერშეტევა და შეთანხმებულად ასეთი მუხანათური თავდასხმა მოაწყოს.
საუბარია, რომ დაზვერვას გამოეპარა, არ ვიცით, გამოეპარა თუ არა, ვფიქრობ, რომ გამოძიება დაადგენს. არ არის გამორიცხული, რომ არც გამოეპარათ და იყო ეს ინფორმაცია. ფაქტია, რომ სახმელეთო ოპერაცია ღაზაზე არ ჩქარდება, არის მოლოდინი, რომ ჰესბოლა ანალოგიურად მეორე ფრონტს გაუხსნის, მოხდა სირიაში დაბომბვა აეროდრომების, ამისთვის ეს ოპერაცია როგორც არ უნდა წარმოაჩინონ, რომ გენოციდად ჩაითვლება, გაწყვეტა მოხდება - უარესი მოხდება, დაკარგავენ ღაზას ის ტერორისტები, რომლებმაც ასეთი მუხანათური შეტევა მოუწყეს ისრაელს,“ - ამბობს მამუკა ყურაშვილი.