გამოცხადებულია მიზანი, რომ განადგურდეს ჰამასი - ალექსანდრე ელიგულაშვილი
„გამოცხადებულია მიზანი, რომ განადგურდეს ჰამასი,“ - ეს განცხადება „რეაქციაში“ კომპოზიტორმა ალექსანდრე ელიგულაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მისი ორივე შვილი ჯარშია.
ალექსანდრე ელიგულაშვილი ებრაელი ხალხის ბრძოლისუნარიანობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსახლეობის მობილიზება ძალიან სწრაფად ხდება.
გამოცხადებულია მიზანი, რომ განადგურდეს ჰამასი. ბევრი იძახის, რომ ჰამასი მარტო სამხედრო დაჯგუფება არ არისო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჰამასი მთლიანად უნდა განადგურდეს, მთელი სტრუქტურა. თუ ამას მივაღწევთ, შეიძლება გარკვეული დროით დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში.
ამ ომში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისრაელის ხალხის უნიკალურობა. მე უკვე 33 წელია, აქ ვცხოვრობ, რამდენიმე ომი გადავიტანეთ და სულ განცვიფრებას იწვევდა ჩემში ეს ერთად დგომა. ერთხელ გამოცხადდა მხოლოდ, რომ სისხლია საჭიროო და კილომეტრიანი რიგებია სისხლის ჩაბარების.
ავიაკომპანია „ელ-ალი“ შაბათობით არ დაფრინავს საერთოდ, დღეს გამოაცხადეს, რომ ჩარტერულ რეისებს გააკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ ჩამოიყვანონ ჯარს შეერთების მსურველები,“ - ამბობს ელიგულაშვილი.