მკვლელობა მარნეულში - 35 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში 4 ტყვია აქვს მოხვედრილი
მკვლელობა მარნეულში მეჩეთთან - 35 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცია.
სისხლიან ანგარიშსწორებას წინ შელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ახალგაზრდა მამაკაცი.
"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის, მას სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
"პირველების" ინფორმაციით, მამაკაცს მეჩეთთან ჩაუსაფრდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.