სასაკლაო ხორცად აქვთ თავისივე სისხლი და ხორცი გაჩერებული და ჩვენ რას გვიზამენ - მორის ჯანაშვილი
„სასაკლაო ხორცად აქვთ თავისივე სისხლი და ხორცი გაჩერებული და ჩვენ რას გვიზამენ,“ - ეს განცხადება ისრაელის ქართულენოვანი ტელევიზიის ხელმძღვანელმა, მომღერალმა მორის ჯანაშვილმა გააკეთა.
მორის ჯანაშვილის თქმით, რამდენიმე საათის წინ ომის მთავრობის ოპოზიციონერმა წევრებმა ფიცი დადეს, რაც ჯანაშვილის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ახალი მთავრობა.
დღეს თელ-ავივის რაიონისკენ განგაში არ ყოფილა, უფრო მასიურად იბომბება სამხრეთ ქალაქები და სოფლები, ალბათ, გაუჭირდათ შორს გამოტყორცნა რაკეტების. ალბათ გაუჭირდათ იმიტომ, რომ გრძელდება ჰამასის ინფრასტრუქტურის დაბომბა, ასევე სახლების.
ღაზას სექტორში ჰამასის მებრძოლები იარაღებით დგანან და არ უშვებენ თავისივე მოსახლეობას სამშვიდობოს. ცოცხალი სასაკლაო ხორცად აქვთ თავისივე სისხლი და ხორცი გაჩერებული და ჩვენ რას გვიზამენ.
სასიხარულო ამბავი მოხდა, რომ ოპოზიციის გენერლები შეუერთდნენ მთავრობას და საგანგებო მთავრობა ჩამოყალიბდა და დღეს შეუერთდა 2 გენერალი ოპოზიციიდან შეუერთდა მთავრობას, ერთი საათის წინ იყო ფიცის დადება - ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს კაბინეტი.არავისთვის არის საიდუმლო, რომ დაზვერვასა და ისრაელის საზღვრების დაცვაში იყო ძალიან დიდი ჩავარდნა. იმიტომ, რომ არ შეიძლება, წარმოუდგენელია, რომ 20 ადგილას, ერთსა და იმავე დროს ააფეთქო ისრაელის საზღვარი და 1500-ზე მეტი ტერორისტი შემოხვიდე ტოიოტებით, მოტოციკლით და ფეხით და დაიპყრო 30 კილომეტრი ისრაელის სახელმწიფოსი,“ - ამბობს მორის ჯანაშვილი.