ხულოს კლინიკაში ჩვილი დაიღუპა

12.10.23 22:34
ხულოს კლინიკაში ჩვილი დაიღუპა

ხულოს კლინიკაში 4 თვის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს. დირექტორის რუსლან აბულაძის თქმით, ჩვილი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, წონაშიც არ იმატებდა, 1 კვირის წინ ბათუმში ჰყავდათ გამოკვლევებზე, ბავშვთა საავადმყოფოში, ჩვენთან როცა მოიყვანეს, მალევე გარდაიცვალა, დაახლოებით, ნახევარ საათში", - განაცხადა აბულაძემ.