ის, რაც აფხაზეთში მოხდა, უნდა შეფასდეს გენოციდად და დადანაშაულებული იყოს რუსეთი - ჩერგოლეიშვილი

12.10.23 22:54
ის, რაც აფხაზეთში მოხდა, უნდა შეფასდეს გენოციდად და დადანაშაულებული იყოს რუსეთი - ჩერგოლეიშვილი

„ჩვენ, ქვეყნის პატრიოტებს გვევალება, რომ მზად ვიყოთ რუსეთის მარცხისთვის და ის ყველაფერი, რაც აფხაზეთში მოხდა, შეფასებული იყოს გენოციდად და ამ ყველაფრისთვის დადანაშაულებული იყოს რუსეთი და დაისაჯოს რუსეთი,“ - ეს განცხადება „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკეთა.

„რეაქციაში“ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს რუსეთის დანაშაულებრივი მტკიცებულებების მოგროვებას აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს გაადვილებს აფხაზეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, რუსეთის ამოცანა იყო, რომ აფხაზეთში ომი ეთნიკურ კონფლიქტად ეჩვენებინა.

ამას არ აქვს მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვიღაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ამ ხალხის პრობლემა მოვაგვაროთ და ეს ხალხი სახლში დაბრუნდეს. მთავარია, რომ ეს 300 ათასი ადამიანი უყურებს ისრაელში, უკრაინაში მიმდინარე ამბებს და აკვირდება იმ თანაგრძნობას, რასაც ეს ხალხი ამ აგრესიის მსხვერპლი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იღებს, რაც სწორია, მაგრამ ჩვენ შორის, ცხოვრობს 300 ათასი მოქალაქე, რომელსაც ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ისრაელსა და უკრაინაში ვხედავთ, საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი და ამ ხალხს წესიერად ჩვენს საზოგადოებაშიც კი არ განხილულა ეს ყველაფერი, არათუ საერთაშორისო ასპარეზზე.
ევროპული საქართველოს ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ამოიძირკვოს ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც რუსული სტრატეგიული ამოცანების სამსახურისთვის დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში და ადეკვატურად შეფასდეს ის, რაც მოხდა აფხაზეთში - ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი.

„ევროპულმა საქართველომ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან და აფხაზთა კრებასთან ერთად გამოიძია რუსეთის მონაწილეობა ამ ომში და ეს გამოფენა გაგვაქვს დასავლეთის დედაქალაქებში, იმისთვის, რომ ჩვენ თუნდაც ოპოზიციური მდგომარეობიდან დავიწყოთ და გავხსნათ მსჯელობა დასავლეთის პარლამენტებში იმისთვის, რომ რუსეთის როლი, ეთნიკური წმენდა რომ მოხდა, გასაგებია, მაგრამ ეთნიკური წმენდა რეალურად არის გენოციდის ევფემიზმი, ჩვენ ერთი მხრივ, ვაგროვებთ გენოციდის მტკიცებულებებს და მეორე მხრივ, ამაში რუსეთის ბრალს და როლს, ეს უნდა მიებას რუსეთს და ჩვენ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ მოვემზადოთ რუსეთის მარცხისთვის, არასდროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა რუსეთი ასე ახლო დასუსტებასთან და მარცხთან,“ - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები