მოგიგოთ კობახიძემ ომი? - "კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი"
გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ღიად უპირისპირდება.
"რეაქციის" წამყვანის კითხვაზე "მოგიგოთ კობახიძემ პარტიული ბრძოლა?" გახარიამ თქვა, რომ ის "კურდღლებს" მარტო ოპოზიციას კი არა, სხვებსაც ეძახის.
მისი თქმით, კობახიძეს საკუთარი აზრის დაფიქსირება უჭირს:
რას ბრძანებთ, მე საერთოდ არ შევდივარ დისკუსიაში ადამიანებთან, რომლებსაც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ. ზოგიერთებმა ჯერ უფლება უნდა მოიპოვონ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან და სხვების აზრის გამხმოვანებლები არ იყვნენ...
მე ობიექტურად კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა", - თქვა გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.