ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით - ასე პასუხობს კვერენჩხილაძე იმპიჩმენტის საქმეზე დასმულ კითხვას
ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით - ასე პასუხობს საკონსტიტუციოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე იმპიჩმენტის საქმეზე დასმულ კითხვას.
მოსამართლეთა პლენუმის წევრს, "პირველებმა" ჰკითხა, ვიდრე მოსამართლეები მსჯელობენ, ხომ არ იმართებოდა კონსულტაციები და შეხვედრები თბილისშიც. ამ კითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გადაჭრით არა არ გვიპასუხა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცაა "ოცნებაში" არსებობს მოლოდინი, რომ სასამართლოო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.
მესმის თქვენი ლეგიტიმური ინტერესი, საზოგადოების მაღალი ინტერესი, თუმცა არსად არცერთ ქვეყანაში, მოსამართლეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით კითხვას არ უსვამენ და ეს თქვენ კარგად იცით. მოსამართლეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით არ ეკითხებიან, ეს არის სტანდარტი. ყველაფერი არის გამოცხადების ჩათვლით საქმის განხილვა. ამაზე კითხვებს არ უსვამენ მოსამართლეებს. შესაბამისად, მეტს ამაზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, პრესსამსახურს შეგიძლიათ მიმართოთ. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, გიორგი კვერენჩხილაძე.
პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში - საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წესით 14 ოქტომბერს მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა ხვალ არასამუშაო დღეა, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ნერვების ომი ორბელიანების სასახლეში ორშაბათამდე გაგრძელდება.