აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია - მაჭარაშვილი
"აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია" - "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
მაჭარაშვილის თქმით, თუ რომელიმე მოსამართლე მიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას და არ დაადგენს კონსტიტუციის დარღვევას, ეს მათი მხრიდან ჩაითვლება მცდელობად, რომ შეცვალოს მმართველობითი ფორმა საქართველოში
9 მოსამართლიდან, თუ რომელიმე მოსამართლე მიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად მცდელობა ექნება, რომ შეცვალოს მმართველობითი ფორმა საქართველოში იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად ამ ლოგიკით შესაძლებელია სახელმწიფოს მართვაც პრეზიდენტის მხრიდან, რაც არის ანომალია, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და არა საპრეზიდენტო მმართველობა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება, ბევრი იურიდიული თავსატეხი აქ ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს პროცესზე, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია", - ამბობს პარლამენტის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ხვალ მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა ხვალ არასამუშაო დღეა, რაც აჩენს მოლოდინს, რომ პროცესი ორშაბათამდე გაგრძელდება.