მგონია, საკონსტიტუციო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს - სამხარაძე
"ქართული ოცნების" წევრს, ნიკოლოზ სამხარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს
სამხარაძის თქმით, კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ პრეზიდენტმა მისი საგარეო ვიზიტები ყოველთვის უნდა შეუთანხმოს მთავრობას. სამხარაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია სხვანაირად მოხდეს ქართულ ენაზე ამ ტექსტის წაკითხვა.
მე პირადად მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს კონსტიტუციის დარღვევას იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა მისი საგარეო ვიზიტები ყოველთვის უნდა შეუთანხმოს მთავრობას, უბრალოდ წარმოუდგენელია სხვანაირად როგორ შეიძლება ქართულ ენაზე ეს ტექსტი წაიკითხო", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ხვალ მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა ხვალ არასამუშაო დღეა, რაც აჩენს მოლოდინს, რომ პროცესი ორშაბათამდე გაგრძელდება.