ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა. ისრაელში ყოფნის დროს დაგეგმილია მისი შეხვედრა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანთსა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
CNN-ი ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ოსტინი ისრაელის ლიდერებთან "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის ოპერატიული დაგეგმარების შესახებ საუბარს ელის.