რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის გონება მოწამლოს - გეგელია რუსეთში "უფასო" სწავლაზე
"რუსეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანის გონება მოწამლოს" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია რუსეთში "უფასო" სწავლაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
გრიგოლ გეგელიას თქმით, რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" სახით გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი სტუდენტებისთვის არ გაეხსნა უკეთესი პერსპექტივა.
"ლელოს" წევრი ამბობს იმასაც, რომ სანამ საქართველოს მართავს ე.წ. რუსეთის მსახური ხელისუფლება ქვეყანა უფრო ახლოს მივალთ რუსეთთან.
რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" სახით გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი სტუდენტებისთვის არ გაეხსნა უკეთესი პერსპექტივა, ვიდრე არის რუსული სახელმწიფო უნივერსიტეტები. რუსეთი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანის გონება მოწამლოს. ეს ამავე დროის გვაჩვენებს მიგვითითებს იმ უმძიმეს სოციალურ კრახზე, რაც გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს უნდათ უფასოდ რუსეთში განათლების მღება, რადგანაც ისეთი დიდი არის სიდუხჭირე ჩვენს ქვეყანაში, რომ მათ რა დარჩათ არავითარი პერსპექტივა. რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების პირობებში მეორდება ზუსტად იგივე, რაც ხდებოდა ყოველთვის წარსულში და სამწუხაროდ სანამ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უფრო ახლოს მივალთ რუსეთთან", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა - ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია "TASS" წერს. საქართველოდან აბიტურიენტებს სთავაზობენ ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [МГУ ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [МГИМО] გარდა.