"უფასო" სწავლა რუსეთში - რას ამბობს ოკუპანტი ქვეყნის უნივერსიტეტის ქართველი წარმომადგენელი

13.10.23 12:53
"უფასო" სწავლა რუსეთში - რას ამბობს ოკუპანტი ქვეყნის უნივერსიტეტის ქართველი წარმომადგენელი

"უფასო" სწავლა რუსეთში - რუსეთის უნივერსიტეტის "სინერჯის" ქართველი წარმომადგენლის თქმით, უნივერსიტეტის მიმართ ქართველი სტუდენტების მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი, გადასახადიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მინიმალური - წელიწადში 1200 ლარი. ის ამბობს იმასაც, რომ ამ უნივერსიტეტში სტუდენტები სპეციალური გამოცდების ჩაბარების გარეშე აბარებენ, რაც არის ერთგვარად რუსული უნივერსიტეტების მხრიდან მცდელობა მიიზიდონ საქართველოდან სტუდენტები.

4 წელია, რაც წარმომადგენლობა გვაქვს საქართველოში. ცხადია ვინ საქართველოში ვერ სწავლობს ისინი აბარებენ ხოლმე ჩვენთან და სწავლობენ რეალურად უნივერსიტეტში, უბრალოდ დაუსწრებელზე სწავლობენ საქართველოდან. ქართველი სტუდენტებისთვის არის ის, რომ არარუსეთის მოქალაქე ვინც არ არის, გამოცდების გარეშე აბარებენ. საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, უმეტესობა საქართველოს მოქალაქე სწავლობს ჩვენთან. სწავლის საფასური არის ბაკალავრიატზე წელიწადში 44 000 რუბლი, ლარებში არის დაახლოებით დღევანდელი კურსით 1200 ლარამდე წელიწადში. 17 ფაკულტეტი გვაქვს შენობებიო და ყველაფერი მოსკოვში აქვს და დასწრებული სწავლება გვაქვს მხოლოდ მოსკოვში", - ამბობს რუსეთის უნივერსიტეტის "სინერჯის" ქართველი წარმომადგენელი საქართველოში.

100 მეტი სტუდენტი, რომელიც რუსეთში უფასო სწავლა-განათლებას მიიღებს და მათ რუსეთის ინტერესების სექცია დააფინანსებს საქართველოში, ამის გარდა, ირკვევა, რომ ქართველი სტუდენტები ისეთ უნივერსიტეტებსაც ირჩევენ რუსეთში, რომელიც არ არის რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი და გადასახადი აქაც არის მინიმალური. 

მსგავსი სიახლეები