10-საათიანი მორატორიუმის შემდეგ "ჰამასმა" ისრაელის დაბომბვა განაახლა
"ჰამასმა" ისრაელის დაბომბვა განაახლა. 10-საათიანი მორატორიუმის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებს ახალი ძალით შეუტიეს. იბომბება აშკელონი და ლახიშის ოლქი.
რკინის გუმბათი მუშაობს, თუმცა საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ რაკეტები მაინც ჩამოცვივდა.
საყოველთაო ჯიჰადი - დღეს ტერორისტები საღვთო ომით იმუქრებიან. 13 ოქტომბერი არაბული სამყაროს მობილიზების დღედ არის გამოცხადებული. "ჰამასი" იმუქრება, რომ ებრაელებს თავს დაესხმებიან და შურს იძიებენ. ისრაელში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.