„ჰამასი“ ირწმუნება, რომ ისრაელის ავიაიერიშს 13 მძევალი ემსხვერპლა

13.10.23 12:59
„ჰამასი“ ირწმუნება, რომ ისრაელის ავიაიერიშს 13 მძევალი ემსხვერპლა

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათში მათ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი 13 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვისას.

ორგანიზაციის სამხედრო ფრთის, „ქასამის ბრიგადების“ განცხადებით, მძევლები, მათ შორის უცხოელები, ხუთ სხვადასხვა ადგილზე დაიღუპნენ. „ჰამასში“ ამბობენ, რომ მძევლები ღაზის სექტორის სხვადასხვა მხარეს იყვნენ განაწილებული და ისინი საჰაერო იერიშმა იმსხვერპლა.

„ჰამასი“ თავიდანვე აცხადებდა, რომ ტყვედ აყვანილი ისრაელელები „საკუთარ თავზე გამოცდიდნენ ისრაელის დაბომბვის შედეგებს“.

მსგავსი სიახლეები