100 სტუდენტში ჩემი შვილი არ არის - მორგოშია რუსეთში სასწავლებლად წამსვლელთა რიცხვით უკმაყოფილოა

13.10.23 13:36
100 სტუდენტში ჩემი შვილი არ არის - მორგოშია რუსეთში სასწავლებლად წამსვლელთა რიცხვით უკმაყოფილოა

კოკა მორგოშია რუსეთში სასწავლებლად წამსვლელთა რიცხვით უკმაყოფილოა. რადიკალურად განწყობილი "ალტ-ინფოს" ლიდერი ფიქრობს, რომ მომავალ წელს ოკუპანტ ქვეყანაში განათლების მისაღებად უფრო მეტი ახალგაზრდა წავა.

მორგოშიას თქმით, ინფორმაციულად ეს თემა გაშლილი არ არის, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა წასვლის სურვილი. მორგოშიას ამბობს, იმასაც, რომ პირველი 100 სტუდენტი როდესაც წავა და ნახავს რა დონის სწავლაზეა საუბარი, წამსვლელთა რიცხვი უფრო გაიზრდება.

ინფორმაციულად ეს თემა გაშლილი არ არის 100-ზე მეტია პირდაპირ გეტყვით უბრალოდ ასე დაფიქსირდა და 100-ზე მეტმა მარტო სულ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოთქვა სურვილი, უბრალოდ რაღაც დისკომუნიკაციები მოხდა და მერე და მერე უფრო დაიხვეწება. სტუდენტი 100-ზე მეტია, მაგ 100 ში ჩემი შვილი არ არის, რომელიც აქ სწავლობს. ძალიან დიდი დაინტერესებაა, პირველი 100 როდესაც წავა და ნახავენ რა დონის სწავლაზეა საუბარი, რა პირობებზე და ყველაფერზე, დარწმუნებული ვარ, რომ დროდადრო უფრო და უფრო სხვა მასშტაბს მიიღებს, ეს არ არის ცოტა", - ამბობს "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია.

ჩავარდა თუ არა რუსული გეგმა. უკვე თვე ნახევარია ქართველი აბიტურიენტები რეგისტრირდებიან განათლების რუსეთში მისაღებად, თუმცა უფასო სწავლის დაპირების მიუხედავად 200 კაციანი კვოტა ისევ ვერ ივსება. 

მსგავსი სიახლეები