სასწრაფო დახმარება გვჭირდება! ძალიან ბევრია დაკარგული და ნანგრევებში მოყოლილი - რა ხდება ღაზას სექტორში
რა ხდება ღაზას სექტორში - ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფი სექტორიდან მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გარდა იმისა, რომ მათ საკვები და წყალი არ აქვთ, ასევე ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ არის ძალიან ბევრი მოქალაქე მოყოლილი.
სასწრაფო დახმარება გვჭირდება ისევ, სასწრაფოდ. აქ ვართ პირველი დარტყმების შემდეგ, დაახლოებით, 50 ადამიანი გადავარჩინეთ. ჯერ კიდევ ვცდილობთ დანარჩენების პოვნას, ძალიან ბევრია დაკარგული და ნანგრევებში მოყოლილი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ამ პატარა ბიჭმა რა ჩაიდინა, რა დააშავა?“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ჩემი ძმა ნანგრევების ქვეშაა, მის 5 შვილთან ერთად. აქ სულ ბავშვები არიან,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მანქანა გვჭირდება, სასწრაფო დახმარება გვჭირდება! რამე ქსოვილი გვინდა, რომ გადავაფაროთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მოულოდნელად, ერთ წუთში გავხდით მათხოვრები, უსახლკაროები, მხოლოდ ნეთანიაჰუს შურისძიების გამო. იყოს ახლა ის გმირი პალესტინელების ხარჯზე - მან ჩვენი სახლები გაფრთხილების გარეშე გაანადგურა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
საშინელება ხდება, 300 ათასზე მეტი დევნილი თავს სკოლებს აფარებს, მიდიან საავადმყოფოებშიც, რომლებიც უკვე ძალიან გადატვირთულია. 24- 7ზე მუშაობენ, ყველა განყოფილება, მაგრამ ელექტროენერგია არ არს, საავადმყოფოები მხოლოდ გენერატოპრების იმედზე არიან, ესეც მხოლოდ 3 დღისთვის იქნება საკმარისი. აღწერაც კი არ შემიძლია, რა ხდება, ოთხი ომის მომსწრე ვარ ღაზაში და ასეთი საშინელება არ მინახავს. სახმელეთო ოპერაციის დაწყება საერთოდ დასასრულს ნიშნავს - საავადმყოფოებს შეხედეთ, იქ სულ ბავშვები შემოჰყავთ. თუ ომი კიდევ რამდენიმე დღე გასტანს, კატასტროფამდე მივალთ,“ - ამბობს ექიმი.
მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის ფონზე, ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ღაზის სექტორში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყონ ქალაქის ევაკუაცია და გადაადგილდნენ სამხრეთის მიმართულებით.
ეს განკარგულება დაახლოებით მილიონ ადამიანს ეხება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი პრევენციაა იმ უზარმაზარი სამოქალაქო დანაკარგისა, რაც შეიძლება ისრაელის შეტევამ გამოიწვიოს.
ისრაელის სამხედროების თქმით, უახლოეს დღეებში ქვეყანა ღაზის სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, ხოლო მოქალაქეთა უკან დაბრუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა შესაბამისი ბრძანება გაიცემა.
ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მტკიცებით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 13 მძევალი დაიღუპა. როგორც ჰამასში აცხადებენ, ისრაელელების გარდა დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.