არის შემთხვევები, სადაც წარმატებას ვერ მივაღწიეთ - რას ამბობს კობახიძე ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს არაერთი წარმატებული მაგალითი, როდესაც მოახერხა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც წარმატებას ვერ მიაღწიეს.
"თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს არაერთი წარმატებული მაგალითი, როდესაც მოახერხა ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. თუმცა, არის შემთხვევები, სადაც წარმატებას ვერ მივაღწიეთ, არაფერი სიგნალი ეს არ არის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ასეთი ადამიანი გათავისუფლდეს. სირთულეები დარჩება, ბუნებრივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა შესუსტდეს. არავითარ შემთხვევაში არ შესუსტდება," - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, უკვე 3 წელია, რაც ირაკლი ბებუა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.