კონგრესის კომისია თვლის, რომ აშშ რუსეთთან და ჩინეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს
აშშ მზად უნდა იყოს რუსეთთან და ჩინეთთან ერთდროული ომისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის სტრატეგიული გეგმის კომისიის ანგარიშში წერია. 145-გვერდიანი ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ აშშ-ის მეტოქეებს მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლის ამბიცია აქვთ.
დღეს აშშ იმყოფება არა ერთი, არამედ ორი, ბირთვული პოტენციალის მიხედვით თანაბარი მეტოქის, წინაშე და ორივეს აქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო სტატუს კვო შეცვალოს ძალის გამოყენებით, თუ ეს საჭირო გახდა. ესაა ვითარება, რომელსაც აშშ არ მოელოდა და რომლისთვისაც ის არ არის მზად“, - წერია ანგარიშში.
ანგარიშის მომზადებაში მონაწილე წყარომ Reuters-ის სააგენტოს უთხრა, რომ აშშ უშვებს ორი ომის წარმოებას, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიძლება იყოს „მაქსიმალური კოორდინაცია“. მან უარი თქვა ეცნობებინა სააგენტოსთვის, იცის თუ არა აშშ დაზვერვამ ბირთვული იარაღის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ.
ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ ჩინეთის და რუსეთის მხრიდან საფრთხე გამწვავდება 2027-2035 წლებში, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ახლაა საჭირო. აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის შეკავებისა და მათთვის დარტყმის ერთდროულად მიყენებისთვის.
კომისია აშშ-ის ხელისუფლებას ურჩევს, გაზარდოს ჩვეულებრივი შეიარაღება და გააფართოოს ბირთვული იარაღის მოდერნიზების პროგრამა, მიუხედავად „საბიუჯეტო რეალიებისა“. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ანგარიში წინააღმდეგობაშია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციასთან, რომლის თანახმად, აშშ-ის ახლანდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთის და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად.
კონგრესის კომისიის მიზანია, შეაფასოს აშშ-სთვის შექმნილი საფრთხეები და მისცეს მთავრობას რეკომენდაცია ჩვეულებრივი და ბირთვული არსენალების შეცლის მხრივ.