სააკაშვილის ავანტიურა - პუტინის სკანდალური განცხადება დსთ-სთან დაკავშირებით

13.10.23 13:38
სააკაშვილის ავანტიურა - პუტინის სკანდალური განცხადება დსთ-სთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება - პუტინი ამბობს, რომ დსთ ქვეყნებს იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება. პუტინმა დსთ წევრების ლიდერების შეხვედრაზე საქართველო ორგანიზაციის წევრ ქვეყნად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დსთ 2009 წელს დატოვა.

რუსეთის პრეზიდენტი შეცდომად მიიჩნევს საქართველოს დსთ-დან გასვლას და ამბობს, რომ ეს სააკაშვილის ავანტიურა იყო.

პუტინი შეცდომად მიიჩნევს უკრაინისა და მოლდოვას გადაწყვეტილებასაც და ამბობს, რომ მაგალითად, მოლდოვა "თავის იდენტობას კარგავს".

გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ადრე და შეიძლება დღესაც ითვლებიან დსთ-ს შემადგენლობაში, ისინი არ მუშაობენ ამ ფორმატში.

რისი თქმა მინდა - საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი დაიწყო უიღბლო მცდელობების შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, გადაეწყვიტა ზოგიერთი შიდა პრობლემა ძალის გამოყენებითა და სამხრეთ ოსეთში შეტევით. აქედან დაიწყო ყველაფერი და შედეგად ის მოხდა, რაც დადგა ამ ავანტიურის შემდეგ.

უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუძემდებლურ დოკუმენტებს დსთ-ს შესახებ, მაგრამ რეალურად მთელი ფორმატით არ შემოერთებია. უკრაინამ რატიფიკაცია არ გაუკეთა ამ დოკუმენტებს, მან თავიდანვე თავი აარიდა სრულმასშტაბიან თანამშრომლობას.

რაც შეეხება მოლდოვას, ის პრაქტიკულად კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა საერთოდ თვლის რომ ისინი მოლდოველები არ არიან, - ამბობს პუტინი.
 

საქართველომ დსთ-ს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მიიღო. ოფიციალური მიმართვა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებიდან დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 2008 წლის 18 აგვისტოს მიიღო. თანამეგობრობა კი ქვეყანამ ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა. 

უკრაინამაც 2018 წელს დატოვა დსთ, მოლდოვაში კი ამ მიმართულებით უკვე აქვთ დაწყებული მუშაობა.

მსგავსი სიახლეები