ხოშტარიამაც იქ მიღო განათლება, მაგრამ შესანიშნავი პროევროპელი ლიდერია - კობახიძე რუსეთში სწავლაზე
"ხოშტარიამაც იქ მიღო განათლება და რუბლებსაც იღებს იქიდან, მაგრამ შესანიშნავი პროევროპელი ლიდერია" - ასე ეხმაურება "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთში უფასო სწავლას.
კობახიძის თქმით, მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ სტუდენტების სურვილი რუსეთში სწავლა-განათლებაზე შეზღუდონ. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ მათი ხელისუფლების პირობებში მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ 85%-მდე გაიზარდა, როცა მანამდე 75%-ზე ნაკლები იყო.
ხოშტარიამაც იქ მიღო განათლება და რუბლებსაც იღებს იქიდან, მაგრამ შესანიშნავი პროევროპელი ლიდერია პოლიტიკაში კი ბატონო, ჩვენ მაგას ვერ შევუზღუდავთ კარგია თუ ცუდია სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ ამის შეზღუდვის საშუალება არ გვაქვს და მეორე, რაც შეეხება საერთო განწყობებს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ 85%-მდე, მანამდე იყო 75%-ზე ნაკლები", - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.