ზურაბიშვილი თავს გვაცოდებს - კობახიძე

13.10.23 13:40
ზურაბიშვილი თავს გვაცოდებს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მოვლენებს უსწრებს და წინდაწინ ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე პარლამენტში კენჭისყრა შედგება. ამის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" 90 ხმაზე მეტს ვერ მოაგროვებს. 

ამასთან, მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედად არღვევდა და ახლა თავს გვაცოდებს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი.

ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი.. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. დაველოდოთ. რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და მე დარწმუნებლი ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება. მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული. უნდათ თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე  ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც. ისინი ემზადებიან, მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს, ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. და აქ სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მათი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე,  ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ვერ შეელვა ამ 1 წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს სალომე ზურაბიშვილს, - განაცხადა კობახიძემ.