შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა - მედია

13.10.23 13:46
შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა - მედია

შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხი Крымский ветер ავრცელებს. არხი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაზიანებული ხომალდი ჩანს. გემი, სავარაუდოდ, მცირე ზომის Буян-М არის, რომელიც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებადაც გამოიყენება.

პარალელურად, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნება, რომ აფეთქებების ხმები, რომლებიც მოსახლეობამ გაიგო, დაკავშირებულია შავი ზღვის ფლოტის ანტისადესანტო წვრთნებთან. მისივე თქმით, ტარდება ზღვაში სამძებრო-სამაშველო მოქმედებების სწავლებაც.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ დაზიანდა ხომალდი.