ღაზის სექტორის მოსახლეობის სისხლი "ჰამასის" ხელზეა - IDF

13.10.23 13:50
ღაზის სექტორის მოსახლეობის სისხლი "ჰამასის" ხელზეა - IDF

ნებისმიერი ზიანი, რომელიც ღაზის სექტორში მცხოვრებლებს მიადგება, ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ჰამასმა" ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა, IDF-ის გაფრთხილების მიუხედავად სახლებში დარჩენილიყვნენ. ჰაგარის ცნობით, ისრაელი ომის შემდგომი ეტაპისთვის ემზადება.

ჰამასი ღაზის სექტორის მოსახლეობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, რითაც მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს", - თქვა ჰაგარიმ.