დიდი რისკების შემცველი არ მგონია - სარჯველაძე რუსეთში სწავლაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეს რუსეთში სწავლა დიდი რისკების შემცველი არ ჰგონია, თუმცა აღნიშნავს, რომ შეიძლება ეშლებოდეს და ამას მეტი შესწავლა და ყურადღება სჭირდებოდეს.
სარჯველაძე მომხრე არ არის, ყველა ადამიანის "ერთ ქვაბში მოხარშვის" და ამბობს, რომ 100 სტუდენტიდან შეიძლება 100-ვეს საერთო ინტერესი არ ჰქონდეს.
მოდით ამაზე ელენე ხოშტარიას ჰკითხეთ რა არის ეს სინდრომი, რაც აიძულებს ადამიანებს, რომ წავიდნენ და რუსეთში მიიღონ განათლება. მე არ ვარ მომხრე ყველა ადამიანის, როგორც იტყვიან ჟარგონულად ერთ ქვაბში მოხარშვის, ამიტომ 100 ადამიანიდან 100 ერთობლივად საერთო რა ჰქონდათ მოტივაციაში ამის თქმა გამიჭირდება. შეიძლება ყველას სხვადასხვა მოტივაცია აქვს, მე პირადად არ ვიცი, იმიტომ, რომ არ გამჩენია მაინცდამაინც სურვილი, რომ რუსეთში მიმეღო განათლება. "ოცნების" პროპაგანდა აბსოლუტურად არასწორად სვამთ ახლა კითხვას იმიტომ, რომ საერთო არ იცით რაში მდგომარეობს "ოცნების" პროპაგანდა, აქედან გამომდინარე, ნუ შეეცდებით დააკავშიროთ არარსებული წერტილების ერთმანეთთან. დიდი რისკების შემცველი მე პირადად არ მგონია, თუმცა შეიძლება მეშლებოდეს და შეიძლება ამას მეტი შესწავლა ყურადღება სჭირდებოდეს", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.