"ჰამასის" ტერორისტები მსხვერპლებისგან მოპარულ საბანკო ანგარიშებს შენაძენებისთვის იყენებენ

13.10.23 14:01
"ჰამასის" ტერორისტები მსხვერპლებისგან მოპარულ საბანკო ანგარიშებს შენაძენებისთვის იყენებენ

ისრაელში დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავდასხმის დროს მოპარული საბანკო ბარათებით და ტელეფონებით ტერორისტები შენაძენებს აკეთებენ. გარდაცვლილთა და მძევლად აყვანილთა გარდა, მსხვერპლებს შორის არიან ისინიც, ვინც სახლში შეჭრის დროს გაქურდეს, თუმცა ამ დროს სხვაგან იყვნენ ან ტერორისტებს თავი რამენაირად დააღწიეს.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ოჯახის წევრების თხოვნის შემთხვევაში ანგარიშების გაყინვის განკარგულება გასცა. ბანკი ხაზს უსვამს, რომ დაზარალებულებს ფინანსური დანაკარგი აუნაზღაურდებათ. 

საგადახდო მომსახურების შესახებ კანონის მიხედვით, როცა მტრული მხარე საგადახდო გზებს ბოროტად იყენებს, მოქალაქეთა ქონების მოსაპარად, მომხმარებელთა თანხა კომპენსირდება და გარანტიას ექვემდებარება”, – განაცხადა ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა. 

მსგავსი სიახლეები