წინა ხელისუფლებამ უაზარმაზარი პრობლემები დაგვიტოვა - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რუსეთის ახალი გეგმა, რომელიც ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობას გულისხმობს, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული პრობლების შედეგია. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ "ოცნება" ერთადერთი ხელისუფლებაა, რომლის პირობებში ქვეყანაში ომი არ მომხდარა.
წინა ხელსუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20% პირდაპირ აიღო და ჩააბარა რუსეთის ფედერაციას და დაგვიტოვა უზარმაზარი პრობლემები. ამ პრობლემების მუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩნება. პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არ ყოფილა ომი, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები. არ დავუჭერთ მხარს რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არცერთ საგარეო რეზოლუციას, იმიტომ, რომ მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. არც წარსულშ გაგვიკეთებია ეს და არც მომავალში არ დავუჭერთ მხარს რადიკალური ოპოზიციის საგარეო პოლიტიკის არცერთ ინიციატივას, - ამბობს კობახიძე.