12:0 მუზეუმიდან გათავისუფლებულების სასარგებლოდ - წულუკიანმა კიდევ ერთი დავა წააგო
კულტურის მინისტრმა წულუკიანმა კიდევ ერთი დავა წააგო - საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ მესამე დავაც წარმატებულად დასრულდა Justice League • ჯასთის ლიგ-ის მიერ.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალბატონი ნინო მაჭარაშვილის სარჩელის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა.
გათავისუფლების ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის!" - წერს დიტო ხვიჩია.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც ასევე მოუგო დავა სასამართლოში თეა წულუკიანს.
თეა წულუკიანი Thea Tsulukiani კიდევ ბევრჯერ წააგებთ!.
ეს უკვე მე-12 სასამართლო პროცესია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული ადამიანების გამარჯვებით დასრულდა, წინ კიდევ ბევრი საქმეა და ყველას მოვიგებთ.
ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ თეა წულუკიანი არის პოლიტიკა, არის უსამართლო, ანტისახალხო და ანტიეროვნული. ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსებით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც დევნის პროფესიონალებს და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს!"- წერს ნიკოლოზ წიქარიძე.