დეოკუპაციის ტემპი იქნება იმაზე სწრაფი, ვიდრე რუსული ბაზის მშენებლობა - სარჯველაძე

13.10.23 14:19
დეოკუპაციის ტემპი იქნება იმაზე სწრაფი, ვიდრე რუსული ბაზის მშენებლობა - სარჯველაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ რუსეთი ოჩამჩირეში ახალ რუსულ გეგმას სწრაფად ვერ განახორციელებს. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, "ოცნება" ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია უფრო სწრაფად მოახერხებს, ვიდრე რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო სამხედრო ბაზას ააშენებს. 

რა როგორ გაკეთდება და როდის გაკეთდება, ჩვენი ქვეყნის გულემატკიცევრები ამაზე მაინც და მაინც იმედიანად ნუ იქნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება ძალიან სწრაფი პერსპექტივა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო სწრაფი ტემპის მქონე იქნება სამშვიდობო პოლიტიკა. რასაკვირველია, ჩვენ შევძლებთ დეოკუპაციას. აი, ეს არის და მგონია, რომ ამის ტემპი იქნება გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე შეიძლება იქ ბაზის მშენებელობა აღმოჩნდეს სმაურზაყალოში, - ამბობს სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები