რუსულმა ჯარებმა ავდეევკასთან თავდასხმები გააძლიერეს, თუმცა სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ - ISW

13.10.23 15:00
რუსულმა ჯარებმა ავდეევკასთან თავდასხმები გააძლიერეს, თუმცა სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ - ISW

ავდეევკას მახლობლად რუსები სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ და წარმატებას ვერ აღწევენ. ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.

ISW-ის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ავდეევკასთან თავდასხმები გააძლიერეს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსული მხარის ინფორმაცია, თითქოს ავდეევკას სამხრეთით ტერიტორია დაიკავეს, არ დასტურდება.

რუსები ავდეევკას მახლობლად სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ, ისინი ტაქტიკურ წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, რუსულმა ჯარებმა ავდეევკასთან თავდასხმები გააძლიერეს.

რუსული ჯარები აცხადებენ, რომ ავდეევკას სამხრეთით ტერიტორია დაიკავეს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები წარმატებას აღწევენ ფრონტის ხაზზე.