საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა
საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, ხოლო სპორტის მასწავლებელი დაჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმისას იგი ყვიროდა „ალაჰჰ აკბარ“ [ალაჰი უდიდესია].
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. პოლიციის განცხადებით, სიტუაციას აკონტროლებენ.