ლიბანსა და ღაზაში თეთრი ფოსფორი გამოიყენეს - human rights watch

13.10.23 15:17
ლიბანსა და ღაზაში თეთრი ფოსფორი გამოიყენეს - human rights watch

human rights watch ამბობს რომ ლიბანსა და ღაზაში ისრაელმა თეთრი ფოსფორი გამოიყენა.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ გადაამოწმეს  ლიბანსა და ღაზაში გადაღებული კადრები, სადაც საარტილერიო ნასროლი თეთრი ფოსფორის მრავალჯერადი გამოყენებაა ნაჩვენები ღაზას ქალაქის ცენტრში და ორ სოფლად, ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ. 

თეთრი ფოსფორი სხვადასხვა სამხედრო ტაქტიკების დროს გამოიყენება, მარკირების ან სიგნალის მისაცემად, ან შესაძლოა როგორც ცეცხლის გამომწვევი იარაღად გამოყენება. თეთრ ფოსფორს ბევრად მასშტაბურად შეუძლია მოსახლეობის ან ინფრასტრუქტურის განადგურება, ვიდრე ლოკალურ თავდასხმას. მას შეუძლია ადამიანი ძვლებამდე დაწვას და მცირე დოზით გამოყენებაც კი ძირითადად ფატალურია. საერთაშორისო სამართალი კრძალავს მის გამოყენებას დასახლებულ არეალში. მითუმეტეს ღაზაში, რომელიც ყველაზე მჭიდროს დასახლებული ტერიტორიაა, დაუშვებელია თეთრი ფოსფორის გამოყენება". - აცხადებენ human rights watch-ში.