ძლიერი ემოციური სტრესისგან ჰქონდა გულ-მკერდის არეში ტკივილები - როგორია სკოლის დირექტორის მდგომარეობა
ზემო ყარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც 14 წლის მოკლული აითაჯი სწავლობდა, ჰოსპიტალიზებულია. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს გულ-მკერდის არეში ტკივილი აწუხებდა და მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
როგორც კლინიკაში ამბობენ, სკოლის დირექტორს დღის ბოლომდე გაწერენ.
34 წლის მამაკაცი დმანისის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდანაა გადმოყვანილი. გულ-მკრედში ტკივილით მიმართა კლინიკას და შემდგომი დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით ჩვენთან გადმოიყვანა რეფერალურმა.
ამჟამად პაციენტს ჩატარებული აქვს კვლევები, გულის მწვავე იშემიური დაავადება გამორიცხული არის. ჰქონდა ძლიერი ემოციური სტრესი და ამ ფონზე ჰქონდა გულ-მკერდის არეში ა ტიპიური ტიპის ტკივილები.
სტაბილურია მისი მდგომარეობა, რეჟიმი თავისუფალი აქვს, აქტივაცია აქვს, ამ ფონზე არანაირი კარდიოლოგიური ჩივილი, არითმია არ აღენიშნება და ვფიქრობ, რომ დღეს დღის ბოლომდე გავწეროთ კლინიკიდან,“ - ამბობს ექიმი.
სკოლის დირექტორი შეუძლოდ განათლების სამინისტროდან გამოკითხვაზე ჩასულ გენინსპექციასთან გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
აითაჯის მამა შვილის მკვლელობაში მეუღლეს და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს. "პირველებთან" დირექტორი უარყოფს, რომ მას არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.