"ოცნება" არა სტატუსურად, მაგრამ შინაარსით და პოლიტიკით აბრუნებს საქართველოს დსთ-ს სივრცეში - კუპრაძე
"ქართული ოცნება" არა სტატუსურად, მაგრამ შინაარსით და პოლიტიკით აბრუნებს საქართველოს დსთ-ს სივრცეში,“ - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე რუსეთის პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას დსთ-სთან დაკავშირებით.
კუპრაძის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო 2009 წლიდან დსთ-ს წევრი აღარ არის, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას დსთ-ის სივრცეში აბრუნებს.
რუსეთი არის დაინტერესებული სუვერენული ქვეყნების დესტრუქციით, მათში კონფლიქტების გაღვივებით და ამას ემსახურება რუსეთის თითოეული ნაბიჯი. დსთ არის ის წარსული, რომლის სივრცეშიც ყოფნა საქართველოსთვის არის სრულიად წარმოუდგენელი, მაგრამ "ქართული ოცნება" არა სტატუსურად, მაგრამ შინაარსით და პოლიტიკით აბრუნებს საქართველოს დსთ-ს სივრცეში,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ვლადიმერ პუტინი საქართველოს დსთ-დან გასვლას შეცდომად მიიჩნევს. რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ თანამეგობრობა ქვეყნებს იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება. პუტინის იერიშის სამიზნე დღეს სააკაშვილის მთავრობა, უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლებები ერთდროულად გახდნენ.