ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო დსთ-დან გასვლა - აქუბარდია
პუტინის სკანდალური განცხადება დსთ-სთან დაკავშირებით - ოპოზიციას რუსეთის პრეზიდენტისა და "ოცნების" რიტორიკის მორიგი თანხვედრის არ უკვირთ.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ დსთ-დან გასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო დსთ-დან გასვლა, რაც აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთთან მოხდა. ამიტომ „ქართული ოცნება“ და რუსეთის ლიდერის განცხადებები, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ხშირად არის თანხვედრაში და უკვე სიახლე აღარ არის, ვინ ვის ასწრებს, გინდა ფსბ დაარქვით ამას გინდა კგბ,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.