ველოდებით, რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს - მაჭარაშვილი

13.10.23 15:50
ველოდებით, რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს - მაჭარაშვილი

ველოდებით, რომ საკონსტიტუციო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს , - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაწარაშვილი საუბრობს. ამასთან, დეპუტატი აღიარებს, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვებას "ოცნება" ვერ შეძლებს. 

ჩვენმა წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დაუღეჭა სასამართლოსაც, მხარეებსაც და სრულიად საქართველოს, რას ნიშნავს 49 მუხლი კონსტიტუციაში და რას ნიშნავს 52 მუხლი კონსტიტუციაში. ამიტომ, დიდი თავსატეხი აქ ნამდვილად არ არის, ველოდებით იმ ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენი განაცხადი თავიდანვე იყო და ახლაც ვამბობთ, რომ არ გვაქვს შესაბამისი ხმები და არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ვინმე გაბედავს და კონსტიტუციას მხარს დაუჭერს. დანარჩენი, ვნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები, - ამბობს მაჭარაშვილი.