ვიპოვეთ ორიგინალი „ოცნების“ განცხადებების იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებით - მანჯგალაძე პუტინზე

13.10.23 16:01
ვიპოვეთ ორიგინალი „ოცნების“ განცხადებების იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებით - მანჯგალაძე პუტინზე

"გვემუქრება სიტყვიერად და ამბობს, რომ თუ არ დავლაგდებით, თუ არ დაგველაპარაკებით, ნახეთ, როგორ დაიკარგება იდენტობა, ქართველობა დაიკარგება,“ - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პუტინის სკანდალური განცხადების შეფასებისას გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, პუტინის განცხადებით გამოაშკარავდა, ვისი მესიჯბოქსი იყო "ოცნების" ლიდერების გზავნილები, რომ "ქართველობას დასავლეთი გვართმევს".

ჩვენ ვიპოვეთ ორიგინალი „ქართული ოცნების“ განცხადებების იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებით, რომელიც თურმე დასავლეთიდან გვემუქრება. ვამბობდით, რომ ამის ავტორი არის რუსეთი, მოდის რუსეთიდან და პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურმე რუსეთი ყოფილა იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენელი. გვემუქრება სიტყვიერად და ამბობს, რომ თუ არ დავლაგდებით, თუ არ დაგველაპარაკებით, ნახეთ, როგორ დაიკარგება იდენტობა, ქართველობა დაიკარგება,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.