"ოცნება" პუტინის დიქტატორად გამოცხადების რეზოლუციას არ შეუერთდა - რას ამბობენ მმართველ პარტიაში

13.10.23 17:17
"ოცნება" პუტინის დიქტატორად გამოცხადების რეზოლუციას არ შეუერთდა - რას ამბობენ მმართველ პარტიაში

"ქართული ოცნება" პუტინის დიქტატორად გამოცხადების რეზოლუციას არ შეუერთდა. ცოტა ხნის წინ დასრულდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია, სადაც ერთსულოვნებით დაამტკიცეს რეზოლუცია, პუტინის დიქტატორად გამოცხადების შესახებ.

ისტორიულ  სესიაზე "ქართული ოცნებიდან" არც ერთი წევრი ყოფილა - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი - მმართველი გუნდის წარმომადგენლები სტრასბურგში არ წასულან. არადა, მათთვის წინასწარ იყო ცნობილი რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანის ამბავი და, სავარაუდოდ, ამ ფორმით აარიდეს თავი მონაწილეობის მიღებას.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის რუსეთთან ესკალაცია.

ესკალაცია რუსეთთან არანაირად არ შედის საქართველოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ინტერესებში. არც ევროპის გზაზე სიარულს შეუწყობს ეს ხელს, არც საქართველოს მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ვატარებთ ამ პოლიტიკას, რომელიც მთლიანად არის თანხვედრაში ამავდროულად ევროკავშირის პოლიტიკასთან. აქ მგონი, ნიშნის მოგებით კითხვების დასმის ადგილი არ არის,“ - ამბობს ქადაგიშვილი.

დღეს მიღებული რეზოლუცია ევროსაბჭოს წევრებს და მათ შორის საქართველოსაც, ავალდებულებს პუტინი არალეგიტიმურ მმართველად გამოაცხადონ  და გაწყვიტონ მასთან ყველანაირი კავშირი.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო სულისკვეთებას ჩვენი ქვეყანაც უნდა შეუერთდეს. საქართველომ უნდა გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობები აგრესორ ქვეყანასთან და უნდა შეუერთდეს პუტინის დაკავების მოთხოვნასაც.